Thursday, March 24, 2011

instrumental music . . .

  ინსტრუმენტალური მუსიკა, ეს ის არის რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიმაჩნია . . . აი მაგალითად კლასიკური მუსიკა, რომელიც იგივე ინსტრუმენტალური მუსიკაა, მეცნიერებმა დაადგინეს რომ გონებრივ ინტელექტს ერთი-ორად ამაღლებს, ანუ გონება უფრო მობილიზებული ხდება, გემოვნებასაც აყალიბებს, ამაზე ცდაც კი ჩაატარეს და ადამიანებს დააწერინეს ლოგიკური ტესტები, შემდეგ აღმოჩნდა რომ ერთი და იმავე ადამიანს უფრო ნაკლები შედეგი ჰქონდა როდესაც ჩვეულებრივად დაწერა ტესტი, ვიდრე მაშინ როდესაც ტესტის დაწერამდე ნახევარი საათის განმავლობაში კლასიკურ მუსიკას ასმენინებდნენ...  
აი მაგალითად არსებობს მიმდინარეობა მუსიკისა new age რაც ფაქტობრივად ინსტრუმენტალია 100%... აი ამ ჟანრის მუსიკის მოსმენის დროს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ სრულად ისვენებს გონება, რაღაცნაირად უფრო მსუბუქი ხდები და თითქოს გონების გაწმენდას ახდენ ნაგვისგან... თუ რაღაცაზე ვარ გაბრაზებული, ან ნერვები არ მაქვს მწყობრში ამ მუსიკით ვახდენ სიბრაზის განელებასაც და ნერვების დაწყნარებასაც, ნამდვილი რელაქსაცია . . .
ქართულ მუსიკაში ამ ბოლო დროს ძალიან წინ წამოვიდნენ ინსტრუმენტალი ჯგუფები, უფრო ეთნო-ჯაზის განხრით, სადაც შერწყმულია ქართული ფოლკი და ინსტრუმენტალი, ეს საოცრებაა, ძალიან მაგარია და ხალხსაც ეგ მოსწონს ყველაზე მეტად და დიდი პოპულარებითაც სარგებლოს საქართველოში. მე თვითონაც ერთ-ერთ ჯგუფში ვმღერი სადაც მრავალფეროვანი ინსტრუმენტალ მუსიკას ვქმნით სუფთა და იმპროვიზირებ ულ ფოლკთან შერწყმით . . .
დღეისთვის მგონი საკმარისია რაც დავწერე, აბა დროებით . . .